ზოდიაქოს ნიშნების ზოგადი დახასიათება 2




კირჩხიბი (20 ივნისი-22 ივლისი)

კირჩხიბისზოდიაქოს ნიშნით, ყველაზე ამოუცნობი, მგრძნობიარე და ინტუიტიური ადამიანები იბადებიან. კირჩხიბს მთვარე მართავს, აქედან გამომდინარე მთვარის ფაზების შესაბამისად , ამ ადამანების ხასიათიც ანალოგიური ტემპებით და სიხშირით იცვლება. მთვარის გავლენითაა განპირობებული, ისიც რომ კირჩხიბების უმრავლესობას, ხშირად ესაჭიროება განმარტოება და საკუთარ თავში ჩაღრმავება. კირჩხიბს უზომოდ სათუთი და მგრძნობიარე ნერვული სისტემა გააჩნია. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები განსაკუთრებული სიმძაფრით აღიქვამენ გარშემომყოფთა მხირდან მათდამი დამოკიდებულებას. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები, ძლიერ მიჯაჭვულობას განიცდიან მშობლების და ზოგადად ოჯახური კერის მიმართ. შესაბამისად, მათი უმრავლესობა, საკმაოდ გვაინ ასაკშიც კი ვერახერხებს იმას, რომ დედის ან მამის გავლენისგან საბოლოოდ გაითავისუფლოს თავი. ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც დამოუკიდებლად ცხოვრებას ადრეულ ასაკში მიეჩვიოს, კირჩხიბისთვის დედ-მამის კულტი, მთელი სიცოცხლის მანძილზე იარსებებს. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, იზიდავთ ყველაფერი რაც საიდუმლოებითაა მოცული, ჩახლართულია და საკირკიტო. მათ მოსწონთ დეტექტივები, თავსატეხები და სხვა სახის ინტელექტუალური გასართობები. გამძაფრებული აღქმის უნარი, ამ ადამიანებს საკმაოდ ადვილად მტვრევადებს ხდის სულიერად. ისინი უმცირეს ცვლილებებსაც კი ინტუიციურად გრძნობენ თავიანთ გარშემო. ასევე გამძაფრებულად რეაგირებენ ისინი საკუთარი მისამართით ხუმრობაზე, აქედან გამომდინარე სანამკირჩხიბს დაუკვირვებლად გაეხუმრებით, ჯერ კარგად დარწმუნდით იმაში, რომ ეს უკანასკნელი თქვენს ნათქვამს, გულთან ზედმეტად ახლოს არ მიიტანს. ამასთან ერთად ისიც გაითვალისწინეთ, რომ კირჩხიბთა უმრავლესობა, მისთვის მიყენებულ წყენას და ტკივილს ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ვერ ივიწყებს., შესაბამისად ნუ გაგიკვირდებათ თუ თქვენი დაუკვირვებელი საქციელი რეზონანსს წლების შემდეგ გამოიწვევს, თან არც თუ სასიამოვნოს. მმართველი პლანეტის,მთვარის გავლენით, კირჩხიბთა დიდი ნაწილი, პერიოდული დეპრესიისკენაა მიდრეკილი. როგორც წესი მათში ამ მოვლენას, წარუმატებლობა და ამის შედეგად საკუთარი თავის შეცოდების ჩვევა იწვევს. კირჩხიბისთვის ჰაერივით აუცილებელია ვინმე მათ მზრუნველობას და სიყვარულს საჭიროებდეს . თუკი მათ ჩათვალეს, რომ გარშემო არავის ესაჭიროება მათი ყურადღება, ისინი დეპრესიაში ვარდებიან და შეიძლება სერიოზულ დაავდებამდეც კი მივიდეს მათი ამგავრი მდგომარეობა. გაითვალისიწინეთ ისიც, რომ კირჩხიბები თავიანთი ხასიათიდან გამომდინარე, ყოველგვარი სახის ქრონიკული დაავადებისკენ არიან მიდრეკილი, რომლის პროვოცირებას ზუსტად მათი ხასიათი უწყობს ხელს. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანებისთვის აუცილებელია საკუთარ თავში ოპტიმიზმი გამოიმუშაონ. მათ ეს ყველა წამალზე უკეთ წაადგებათ.
კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით ქვეყანას, დაბადებიდან მეოჯახეები - ანუ პოტენციური მამები და დედები ევლინებიან. ნებისმიერ სხვა ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელზე მეტად, კირჩხიბს ესაჭიროება ჰქონდეს ოჯახი,რომელშიც იგი საკუთარი დადებითი თვისებების მთლიანად რეალიზებას შესძლებს. კიბო კუჭით იმართება, ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ხალხს არცთუ იშვიათად შესაშური კულინარიული ნიჭი გააჩნია, ბევრი მათგანი საკუთარ სარესტორნო ბიზნესსაც წარმატებით უძღვება. ნებისმიერ შემთხვევაში, საკვების თემა ყველა კიბოსთვის მტკივნეული საკითხია, ამიტომ მისი თანდასწერებით ნურასოდეს ისაუბრებთ სომალელ დამშეულ ბავშვებზე და ნუ გადაყრით საჭმლის თუნდაც ნარჩენებს. ამით კიბოს ძალიან გაანაწყენებთ. კირჩხიბის კიდევ ერთი გამოკვეთილი თვისება, შემგროვებლობაა. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნით მოევლინა ქვეყანას, აღმერთებსშავი დღისთვისგადანახულ სამალავებს. მნიშვნელობა არა ქვს, ეს მურაბების და კონსერვების დიდი მარაგი იქნება სარდაფში თუ სოლიდური ანგარიში ბანკში, კირჩხიბს დანაზოგის გარეშე ცხოვრება უბრალოდ არ შეუძლია და მომავლის რწმენა ერთი ორად ემატება, თუკი იცის რომ ეს დანაზოგი უსაფრთხო ადგილზე აქვს მოთავსებული. სიყვარულში კრიჩხიბი ფრთხილი და ემოციური პარტნიორია. იგი დიდი ხნის მანძილზე აკვირდება პოტენციურ მეუღლეს. თუ საბოლოოდ ჩათვალა, რომ ეს უკანასკნელი მის კრიტერიუმებს თუ მთელი ასით არა ოთხმოცი პროცენტით მაინც აკმაყოფილებს. გულის და ხელის თხოვნას აღარ დააყოვნებს, რაღა თქმაუნდა, ტრადიციული მეთოდებით . ორივე სქესის კირჩხიბები ხომ ტრადიციების და სიძველეების მოყვარულები არიან

მერწყული (19 იანვარი-18 თებერვალი)


ადამიანები, რომლებიც მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით ევლინებიან ქვეყანას, ხასიათის მრავალმხრივობით გამოირჩევიან. მერწყულს ერთბაშად ორი პლანეტა მართავს, ბისექსუალური ენერგეტიკით დამუხტული  ურანი და გამოკვეთილი მამაკაცური თვისებების მქონე სატურნი. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები ერთის მხრივ ნოვატორები, რეფორმატორები და დრომოჭმული ტრადიციების წინააღმდეგ მებრძოლები არიან, მეორეს მხრივ კი სატურნის გავლენით, მათში პერიოდულად დეპრესიული განწყობა სჭარბობს, რაც მერწყულებს ხშირად განმარტოებისაკენ და იზოლაციისკენ უბიძგებს, რის გამოც გარშემომყოფთა შორის ამოუცნობ, მარტოსულ და ძნელად გასაგებ ადამიანებად ითვლებიან.
ორივე სქესის მერწყულები სიახლეების დაუცხომელი წყურვილით და ცნობისმოყვარეობით გამოირჩევიან. ამ ადამიანებს ძალიან უყვართ და ეხერხებათ, ახალ-ახალი ნაცბობის გაბმა და აფსოლუტურად განსხვავებული სტილის ადამიანებთან ურთიერთობა. მერწყული ჰუმანურობით გამორჩეული ნიშანია, აქედან გამომდინარე ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს სხვებისგან განსაკუთრებული კაცთმოყვარეობა და ლოიალურობა გამოარჩევს გარშემომყოფთა მიმართ. მერწყულის ბუნებისთვის უცხო არ არის, დახმარებარების ხელი გაუწოდოს მისთვის სრულიად უცნობ ადამიანს, თუკი ეს უკანასკნელი მისგან შევალს ითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ მერწყულს ყოველთვის უამრავი ნაცნობი ახვევია გარს, ნამდვილი მეგობარი მათ უმრავლესობას, ძალიან ცოტა თუ გააჩნია. ეს ალბათ ზოგადად, მერწყულების სიახლეებისადმი გადამეტებული სიყვარულით აიხსნება. ნამდვილი მეგობრობა, მოგეხსენებათ წლობით უნდა გამყარდეს და გამოიცადოს. მერწყულს კი ხანგრძლივად რაიმე საკითხზე დროის ხარჯვა, ხშირ შემთხვევაში ეხერხება. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ მერწყული ზოდიაქოს მეთერთმეტე სახლს განაგებს, რომელიც თავის მხრივ მეგობრულ ურთიერთობებზეა პასუხისმგებელი, ამ ადამიანების კომუნიკაბელურობა ხშირად ხანმოკლე კავშირებს არ სცილდება. ხასიათის ისეთი თვისებების გამო, როგორიცაა კრეატიულობა, უშუალობა, გულწრფელობა და კომუნიკაბელურობა, არც ერთი სქესის მერწყულები არ განიცდიან ადამიანებთან ურთიერთობის დეფიციტს. როგორც წესი ისინი ძალიან ადვილად შედიან კონტაქტში, თუმცა ნებისმიერთან ურთიერთობაში ახერხებენ, შეინარჩუნონ გარკვეულიდისტანცია. თუ მაინც გინდათ ამ ადამიანთან ხანგრძლივი ურთიერთობა შესძლოთ, თქვენი კავშირი აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს ორმხრივი დამოუკიდებლობის პრინციპს. ეს იმიტომ, რომ თანდაყოლილი სამართლიანობის გრძნობა, მერწყულებს აიძულებს ნებისმიერი სახის შეზღუდვასა და იძულებით ქმედებას კატეგორიული ომი გამოუცხადონ. მერწყულის ფსიქოლოგია ისეა მოწყობილი, რომ ეს უკანასკნელი არასოდეს აღიარებს ძალმომრეობის აუცილებლობას. ორივე სქესის მერწყულებს, მიაჩნიათ რომ ნებისმიერ სიტუაციაშია შესაძლებელი, მშვიდობიანი დიალოგით, კონფლიქტისა და აგრესიის გარეშე მოხდეს კონსესუსის მიღწევა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ყოველთვის ღიად და დაუფარავად ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ, ისინი არასოდეს ცდილობენ ვინმეს საკუთარი შეხედულებები მოახვიონ თავს.იმ შემთხვევაშიც კი თუ ვინმე მათ შეხედულებებს არ იზიარებს, მერწყულებს არასოდეს უჩნდებათ ამ უკანასკნელის მიმართ აგრესიის გრძნობა. უფრო პირიქით, მათ ნებისმიერი სახის განსხვავებული აზრი აინტერესებთ და შესაბამისად სიმპათიით არიან განწყობილი, მათგან აფსოლუტურად განსხვავებული ადამიანების მიმართ. ურანის უნიკალური გავლენის გამო, ორივე სქესის მერწყულებს გააჩნიათ ადამიანების ფსიქლოგიის აღქმის და გაგების გასაოცარი უნარი. აქედან გამომდინარე, მათ ოსტატურად ეხერხებათ ნერვოზული ატმოსფეროს განმუხტვა და ხალხის დაშოშმინება. სიყვარულში მერწყულების უმრავლესობა, ისეთივე პარადოქსულია როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში. როგორც წესი, მერწყულები ნაადრევ ასაკში დაქორწინებას არასოდეს ჩქარობენ. ამასთან ერთად თანდაყოლილი დამოუკიდებლობის სიყვარული, ხშირად აიძულებს მას საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაზე უარის თქმას, თუ ეს უკანასკნელი მისი თავისუფლების შეზღუდვას შეეცდება




მორიელი (24 ოქტომბერი -22 ნოემბერი)



მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს თანდაყოლილი სიმამაცე, პრინციპულობა, ამტანობა და გარშემომყოფებით გასაოცარი მანიპულაციის უნარი გააჩნიათ. ნებისმიერი ადამიანის დაბადებას, რომელიც 24 ოქტომბრიდან 22 ნოემბრის შუალედში ევლინება ქვეყანას, როგორც წესი, ოჯახსა და სანათესაოში ვინმეს გარდაცვალება უსწრებს წინ. ასტროლოგების აზრით მორიელში, არაერთი, არამედ ერთბაშად ორი ადამიანის სასიცოცხლო ენერგიაა თავმოყრილი, სწორედ ამით აიხსნება ალბათ, ის ფატალური მოვლენები, რაც მათ დაბადებას უძღვის წინ. მორიელების უმრავლესობისთვის დამახასიათებელი თვისებაა წარბშეუხრელად, თავისებური გულგრილობითაც კი შეხვდეს განსაცდელს. სწორედ ამ თვისების გამო იმსახურებენ ისინი, გარშემომყოფთა მხრიდან მოწიწებას და პატივისცემას. თუმცა უნარი შეურაცხყოფის ან წყენის (თუნდაც გაუცნობიერებლად) მიმყენებელს, წლობით დაგეგმილი შურისძიებით გადაუხადონ სამაგიერო, მორიელს მეგობრებთან ერთად, მტრების რაოდენობასაც უმრავლებს. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ხალხს უნარი აქვს, ნებისმიერ ცხოვრებისეულ სირთულეს, ზედმეტი პანიკის ან აჟიოტაჟის გარეშე შეხვდეს და გაუმკლავდეს. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანების დაშინება ან დატერორება, როგორც წესი, შეუძლებელი რამაა. ასტროლოგთა აზრით, მორიელები რამოდენიმე კატეგორიად იყოფიან. მათ შორის ოთხი სახის ინდვიდი გვხვდება. პირველს ასტროლოგების ენაზე, „ნაცრისფერი ხვლიკებიჰქვიათ, ამ ადამიანებს ყველა ის თვისება გააჩნიათ რაც ზოგადად მორიელს. თუმცა, მათ არ გააჩნიათ გამოკვეთილი სიმამაცე, რის გამოც, ყოველთვის ურჩევნიათ მოწინააღმდეგესთან ბრძოლა შემოვლითი გზებით და ზურგში დარტყმის მიყენებით მოიგონ. მეორე ტიპიტარანტულია“- ამ ინდივიდს, შედარებით მეტი გამბედაობა გააჩნია საიმისოდ,რომ მოწინააღმდეგეს ღიად დაუპირისპირდეს, თუმცა როგორც წესი, ისინი ამას მხოლოდ მაშინ აკეთებენ, როცა სასურველი შურისძიების გეგმა, უკვე სისრულეში აქვთ მოყვანილი. მესამე ტიპიარწივია“ - მათ რიგში, მაღალგანვითარებული, ინტელექტუალური და სულიერად გაწონასწორებული მორიელები შედიან. ამ ადამიანებს მოწინააღმდეგის მიმართ, ღია გამოწვევა ახასიათებთ და სანამ ამ უკანასკნელს არ გაანადგურებენ, არ ანებებენ თავს. აი მეოთხე ტიპის ინდივიდები ძალზე იშვიათად გვხვდებიან და ყველაზე დიდად ფასობენ მორიელთა შორის. მორიელის განვითარების ამ უმაღლეს ტიპს - „მტრედიეწოდება. ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც საკუთარ, ბანალურ შურისმაძიებლურ ბუნებაზე მაღლა დადგომა ისწავლეს ცხოვრებაში და თავდაცვის იარაღადაც კი სიკეთეს იყენებენ. მტრედის საუკეთესო მაგალითია ცნობილი ქართველი მოღვაწე სულხან-საბა ორბელიანი. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მეოთხე კატეგორიის მორიელები, რეალურ ცხოვრებაში საკმაოდ იშვიათად გვხვდებიან, რადგან ბევრს არ ხელეწიფება სულიერი განვითარების ასეთ მაღალ დონეზე ასვლა. მორიელი ორი უძლიერესი პლანეტის პლუტონისა და მარსის მმართველობის ქვეშაა. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანებში შესაშური ბრძოლისუნარიანობა (მარსი) და დამანგრეველი ენერგია (პლუტონი) ერწყმის ერთმანეთს. თუმცა მარსით მართული კიდევ ერთი ზოდიაქოს ნიშნის, ვერძისგან განსხვავებით, მორიელის საბრძოლო სტრატეგია, ყოველთვის დეტალურ გათვლებს ეფუძნება, ვიდრე იმპულსურ ქმედებებს. პლუტონის გავლენით კი, ამ ადამიანებს ნგრევის გამოწვევა, არამარტო სხვებში, საკუთარ თავშიც ანალოგიური წარმატებით შეუძლიათ. ორივე სქესის მორიელებს უარყოფითი თვისება, წყენა ხანგრძლივი დროით ატარონ გულით, მანამ სანამ შურისძიების ობიექტს სამაგიეროს არ გადაუხდიან, ხშირად უქმნის პრობლემას ჯანმრთელობის კუთხით. თუმცა გასაოცარი რეგენერაციის უანრის გამო, მათი უმრავლესობა ხშირად უმკლავდება ნებისმიერი სირთულის დაავადებას და ახერხებს ფეხზე დადგეს, მაშინაც კი როცა სხვები
იღუპებიან.



მშვილდოსანი



მშვილდოსნის ზოდიაქოს წარმატების და იღბლის მომტანი პლანეტა იუპიტერი მფარველობს. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ ადამიანები, რომლებიც ზოდიაქოს ამ ნიშნით მოევლინენ ქვეყანას, უსაზღვრო ოპტიმიზმითა და პოზიტიური ხასიათის თვისებებით არიან დაჯილდოვებულნლი. საზოგადოებაში, მშვილდოსნის ცნობა ძალზე მარტივია მისი საქციელის და მანერების მიხედვით.
თუ ვინმე მონდომებით ყვება სასაცილო ისტორიებს, ერთად შეჯგუფებული ხალხის ეპიცენტრში ან სრულიად შემთხვევით, ფურშეტის მაგიდა ამოაყირავა და სანამ დამლაგებელი მოვა, პირდაპირ იატაკზე მოახერხა, საღამოსინდური ფართისსტილიში გაგრძელება, აუცილებლად მშვილდოსანი იქნება.
ამ ხმაურიან, მოუსვენარ ადამიანებს, განურჩევლად სქესისა, ასაკისა და თანამდებობისა, ყოველთვის შეუძლიათ ცხოვრება დღესასწაულად გადააქციონ, როგორც საკუთარი თავისთვის ისე გარშემო მყოფთათვის. ზოგადად, ხალხის გამხიარულება და პოზიტიურ ტალღაზემოქოქვანებისმიერი მშვილდოსნის საყვარელი საქმიანობაა. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, სძულთ მარტოობა და მოწყენილობა, აქედან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში, ისინი ნებისმიერი სახის გასართობი ღონისძიების ორგანიზატორად გვევლინებიან.
შვილდოსნებს დაუცხრომელი ენერგია და მუდმივად ცვალებადი ინტერესის სფერო გააჩნიათ. მათ შორის შედის მოგზაურობის სიყვარულიც. ალბათ ვერ იპოვნით ქვეყანაზე ზოდიაქოს ამ ნიშნის დაბადებულ ადამიანს, რომელიც ხეტიალზე და ახალ-ახალი ხალხის გაცნობაზე იტყვის უარს. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ბევრი მშვილდოსანი ისეთ პროფესიას ირჩევს, რომელიც მას მუდმივი მოგზაურობისა და გადაადგილების საშუალებას მისცემს. კომუნიკაბელური ხასიათის გამო, მშვილდოსნებს როგორც წესი, უამრავი ნაცნობ-მეგობარი ახვევიათ გარშემო. მათთვის საზოგადოება ჰაერივით აუცილებელია, აქედან გამომდინარე, თუკი მისი მეგობრების რიცხვს განეკუთვნებით, შეგიძლიათ უყოყმანოდ სთხოვოთ მას დახმარება, ნებისმიერი ცხოვრებისეული ძნელბედობის ჟამს. ეს ადამიანები სამაგალითო მეგობრები არიან და ძალა შესწევთ ყოველგვარ სიტუაციაში, სრულიად უანგაროდ აღმოუჩინონ დახმარება მათ, ვინც შველას საჭიროებს.
იდეალისტური ბუნება და მუდმივად სიახლის ძიების სიყვარული, მშვილდოსნების უმრავლესობას აიძულებს პროფესიასთან და სამეგობრო წრესთან ერთად, სიყვარულის ობიექტიც არაერთგზის შეიცვალონ ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, ასტროლოგები მშვილდოსნებს ურჩევენ, ოჯახი შედარებით გვიან ასაკში შექმნან. ორივე სქესის მშვილდოსნებს უყვართ ცხოველები, ბავშვები და სპორტი. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუკი ერთი შეხედვით ნაზი და სათუთი ქალი მშვილდოსანი დელტაპლანზე ჩამოკონწიალებული ნახეთ. ან მამაკაცი მშვილდოსანი, საბავშვო ბაღის დირექტორივით გარშემოხვეული აღმოაჩინეთ ეზოს ბავშვების გარემოცვაში. ამ ადამიანებს განურჩევლად ასაკისა, არასოდეს ტოვებთ ბავშვური ოპტიმიზმი და გულწრფელობა. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მათ დარდი და საწუხარი არ გააჩნიათ. გააჩნიათ და მერე როგორ, მაგრამ ტიპურ მშვილდოსანს უმალ სიკვდილი ურჩევნია, ვიდრე საკუთარი პრობლემების გარშემო მყოფთათვის დანახვება და მით უმეტეს, თავზე მოხვევა. აქედან გამომდინარე, ცნობილი ზღაპარი მხიარულსახიანი, სევდიანი მასხარის შესახებ, ჩემის აზრით ზუსტად მშვილდოსნებზეა ზედგამოჭრილი. შესაბამისად, როცა მომაღიმარ მშვილდოსანს ხედავთ, ნურასოდეს განსჯით მას მკაცრად. იგი ხომ თქვენთვის დღესასწაულის მოწყობას ცდილობს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს, თავად ზურგზე, მსხვილმან-წვრილმანი პრობლემით სავსე გუდურა აქვს წამოკიდებული.


თხის რქა (22 დეკემბერი-19 იანვარი)



თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით როგორც წესი, ყველაზე პრინციპული, გასაოცარი ამტანობით გამორჩეული და უზომოდ შრომისმოყვარე ადამიანები იბადებიან. პლანეტა სატურნი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნის მფარველად ითვლება, თავის შვილებს დისცილინირებულობას, მოვალეობის გამძაფრებულ შეგრძნებას და წესრიგის სიყვარულს ანიჭებს. ორივე სქესის თხის რქები, განსაკუთრებული მოთმინების უნარით და კარიერისტობით გამოირჩევიან. მათი უმრავლესობა, ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან ისახავს მიზანს და როგორც კლდის მწვერვალისკენ მიმავალი ვაცი, ისეთივე მიზანსწრაფულობით მიიწევს წინ, ამ მიზნის ასახდენად. ორივე სქესის თხის რქები, ნებისმიერი საქმის კეთებისას, სიფრთხილით და დაკვირვებულობით ირჩევენ სამოქმედო გზას და საშუალებას, ამასთან ერთად, შესაშური შრომისუნარიანობა, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნის მთავარი მახასიათებელი თვისებაა, თხის რქას ნებისმიერი სახის საქმიანობაში უქადის წარმატებას. დაბრკოლებები კი, რომელიც მათ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ხვდებათ, მხოლოდ აძლიერებს ამ ადამიანების სიჯიუტეს და პრინციპულ ჩანაფიქრს იაროს წინ, მხოლოდ წინ და არც ერთი ნაბიჯით არ დაიხიოს უკან. თხის რქების უმრავლესობა სერიუზული, სიტყვაძუნწი და მეთოდური ადამიანია. თუკი თქვენ სადმე ლაქლაქა, მოუწესრიგებელი და არაპროგნოზირებადი თხის რქა შეგხვედრიათ, კარგად გადახედეთ მის პირად რუკას, რადგან იქ აუცილებლად აღმოაჩენთ ტყუპის ან მერწყულის დიდ გავლენას. სხვა შემთხვევაში კი ზოდიაქოს ამ ნიშნის ტიპიურ წარმოამდგენელს, სხვებისგან თავდაჭერილობით, მოწესრიგებულობით და სიდინჯით გამოარჩევთ. ორივე სქესის თხის რქები, ძალზე თავშეკავებულად გამოხატავენ საკუთარ ემოციებს, მით უმეტეს სახალხოდ. პლანეტა სატურნი, რომელიც ერთერთი ყველაზე ძლიერი დამსჯელი პლანეტაა, თავის მფარველობაში მყოფ ადამიანებსემოციების გამოხატვის მხრივ, საკმაოდ მკაცრი კონტროლის უნარით აჯილდოვებს. თუმცა ზოდიაქოს სხვა ნიშნებს შორის, თხის რქის ერთგულება და ზრუნვა, იმ ადამიანების მიმართ ვინც ჭეშმარიტად უყვარს განსაკუთრებით თვალშისაცემია. თხის რქას არ უყვარს გრძნობების სიტყვებით აფიშირება, ამ ადამიანების უმრავლესობას საერთოდ არ ეხერხება ენის მოჩლექით საუბარი და ურჩევნია საკუთარი სიყვარული ვინმეს მიმართ საქციელით გამოხატოს, ვიდრე უაზროუწი-პუწისსაშუალებით. გამომდინარე იქედან, რომ თხის რქა ზოდიაქოს მეათე სახლს მართავს, რომელიც თავის მხრივ კარიერაზეა პასუხისმგებელი, თხის რქების უმრავლესობისთვის ცხოვრების აზრი სამუშაო და პროფესიული განვითარებაა. ამიტომ ადამიანები, რომლებიც ზოდიაქოს ამ ნიშნით იბადებიან, პირადი ცხოვრების მოწყობას მხოლოდ მაშინ იწყებენ, როცა ფეხქვეშ მყარ ნიადაგს შეიქმნიან მატერიალური კუთხით. თუ ისე მოხდა,, რომ თხის რქა ნაადრევი ქორწინების მახეში გაება, იგი არც ამ შემთხვევაში შეწყვეტს საკუთარი პროფესიული ამბიციების დაკმაყოფილებაზე ზრუნვას. გასაკვირი არაა ის ფაქტი, რომ ბევრი თხის რქა დედა, ოსტატურად უთავსებს დიასახლისობას და სამსახურეობრივ საქმიანობას ერთმანეთს. თანაც ისე, რომ ორივე ფრონტზე იდეალური წესრიგი და დისციპლინა ჰქონდეს. თხის რქის ერთადერთი მტერი, პლანეტა სატურნის მიერ პერიოდულად გამოწვეული დეპრესიული მდგომარეობაა. როგორც წესი, თხის რქები ძალზე რთულად ეგუებიან მარცხს ნებისმიერ სფეროში, ამიტომ ოჯახურ კონფლიქტს ან პროფესიულ წარუმატებატებლობას, თხის რქის დემობილიზება და ხანგრძლივი დროით გატეხვაც კი შეუძლია. შესაბამისად გასაკვირი არაა ის ფაქტი, რატომ ეკიდებიან ეს ადამიანები სამსახურის და ცხოვრების მეგზურის შერჩევას ესოდენ დიდი სიფრთხილით და პასუხისმგებლობით


თევზები (18 თებერვალი-20მარტი)


      თევზები ზოდიაქოს ბოლო ნიშანია. აქედან გამომდინარე, ნუ გაგაკვირვებთ ის ფაქტი, თუ ამ ადამიანების ხასიათში წინამორბედი თერთმეტი ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელ ამა თუ იმ თვისებას აღმოაჩენთ. პლანეტა ნეპტუნის გავლენაში მოქცეული ეს ადამიანები, გარდასახვის საოცარი უნარით და უძლიერესი ინტუიციით დააჯილდოვა ბუნებამ. თუმცა სწორედ ნეპტუნის ბუნდოვანი ენერგეტიკა განაპირობებს იმას, რომ მათ უმრავლესობას ხშირად გამოგონილ სამყაროში ურჩევნია ცხოვრება, ვიდრე რეალურ ყოველდღიურობაში.   თევზების ზოდიაქოს ნიშნის სიმბოლო ორი, საპირისპირო მიმართულებით მცურავი თევზია, რომელიც ბედის ირონიით ერთმანეთზეა გადაბმული. აქედან გამომდინარე, ის თუ როგორი იქნება მისი ცხოვრების დინება - აღმავალი თუ დაღმავალი, მთლიანად თევზზეა დამოკიდებული. თევზების ზოდიაქო, ჰოროსკოპის მეთორმეტე სახლს განაგებს, რომელსაც ასტროლოგები ფარული მტრების, აკრძალვებისა და იზოლაციის სახლსაც ეძახიან. აქედან გამომდინარე, თანდაყოლილი თანაგრძნობის უნარის და გულმოწყალეობის გამო, ზოდოაქოს ამ ნიშნით დაბადებულთა შორის ძალიან ბევრი მოწყალების და, ფსიქოლოგი ან ღვთისმსახური გვხვდება. კიდევ ერთი გამოკვეთილი თვისების, გარდასახვის უნარის წყალობით კი ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმოამდგენლებს, არანაკლები წარმატებით შეუძლიათ სამსახიობო ან მუსიკალური კარიერის გაკეთება. ორივე სქესი თევზები, სპეციფიური გარეგნობით და დამახასიათებელი ქცევის მანერით გამოირჩევიან. მათ უმრავლესობას, როგორც წესითევზურიგამომეტყველება, განიერი ჭრილის მქონე, ღია ფერის, ოდნავ გადმოკარკლული თვალები ( შავთვალება და შავგვრემანი თევზები იშვიათობას წარმოადგენენ), ფლეგმატური გამომეტყველება და სახის ბუნდოვანი ნაკვთები აქვს. კიდევ ერთი ძირითადი მახასიათებელი, რომლის მიხედვითაც თევზების ზოდიაქოს წარმომადგენელს ადვილად იცნობთ, მომცრო ზომის, ლამაზი ხელ-ფეხია. თევზები ბევრ სასმელს მიირთმევენ და ზოგადად, უყვართ წყალი. თუმცა, სამწუხაროდ ბევრი მათგანი წყლის სტიქიის ასეთი სიყვარულის გამო, ხშირად ალკოჰოლდამოკიდებულიც ხდება. აქედან გამომდინარე, მათ მაქსიმალურად უნდა აკონტროლონ სასმელის მიმართ გადამეტებული სიყვარული და თავს უკიდურესობებში გადავარდნის უფლება არასოდეს მისცენ. რბილი ხასიათის და მორიდებული ბუნების გამო, ბევრი თევზი საკუთარი ნიჭის და შესაძლებლობების რეალიზებას ხშირად ვერ ახერხებს ცხოვრებაში. ან თუ ახერხებს ნაწილობრივ. არცთუ იშვიათად, თევზებს მათზე გაცილებით უფრო ძლიერი ნებისყოფის მქონე, პრინციპული ადამიანების თანადგომა და დახმარება ესაჭიროებათ საიმისოდ, რომ საკუთარი რესურები სწორად გამოიყენონ პროფესიული კუთხით. თუმცა თუკი ისინი მაინც ახერხებენ ამ შესაძლებლობების გამოყენებას, ბევრი მათგანი საბოლოოდ იღებს გადაწყვეტილებას დინების საწინააღმდეგოდ გასაცურად იპოვოს ძალა საკუთარ თავში. სიყვარულში თევზები რბილი, მოსიყვარულე და უპრეტენზიო პარტნიორები არიან. თუმცა თვისება პრობლემების გაჩენისთანავე თავს, ბოთლთან მეგობრობით ან ილუზიებით უშველონ მათ პარტნიორს ხშირად დააყენებს რთული დილემის წინაშე. ისინი, როგორც წესი მათზე გაცილებით უფრო პრინციპული და ძლიერი ადამიანების ყურადღებას იქცევენ, რაც ხშირად ხდება იმის მიზეზი, რომ თევზმა თავი ოჯახური ურთიერთობების მსხვერპლად მიიჩნიოს. თუმცა სამართლიანი იქნებოდა აქვე ისიც აღგვენიშნა, რომ ნებისყოფის დაძაბვის შედეგად, მათ მშვენივრად შეუძლიათ ნებისმიერისთვის იმის დამტკიცება, რომ ცხოვრებაში დინების საწინააღმდეგოდ შეუძლიათ ცურვა.




No comments:

Post a Comment