ზოდიაქოს ნიშანი და ხასიათი

ვერძი

 დადებითი: ენერგიული, თავის გამტანი, დამოუკიდებელი, საზრიანი, მიზანსწრაფული, გზის გამკვალავი, ძლიერი, დაჯერებული უარყოფითი: იმპულსური, თავნება, ახირებული, ეგოცენტრული, ყველა საშუალებით ცდილობს პირველი იყოს, მერყევი, ცვალებადი, უხეში, თვითდაჯერებული.

 კურო
 დადებითი: შეუპოვარი, გამტანი, უღალატო, სტაბილური, ერთგული, უყვარს კომფორტი და ხელოვნება, მოქმედებს მოფიქრებულად, თამამი, შრომისმოყვარე, დამოუკიდებელი, აუჩქარებელი უარყოფითი: ჯიუტი, ზარმაცი, უყვარს ფუფუნება და სიამოვნება, პრიმიტიული, ზანტი.

 ტყუპები

 დადებითი: კომუნიკაბელური, ინტელექტუალური, გამჭრიახი, შეუძლია ყველა სფეროში საქმიანობა, სწრაფად აზროვნებს და რეაგირებს, შეუძლია ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება უარყოფითი: ინფანტილური, გაუგონარი, დაფანტული, აჩქარებული, ცვალებადი, ნერვიული, წინააღმდეგობრივი, ერთბაშად მრავალ საქმეს იწყებს და ვერცერთს ვერ ამთავრებს, ფულის ფლანგველი .

 კირჩხიბი

 დადებითი: მგრძნობიარე, ათვისებისა და წარმოსახვის უნარის მქონე, პასუხისმგებლობის გრძნობით დაჯილდოვებული, შინაურული, დამოუკიდებელი, მზრუნველი, ყურადღებიანი, გულისხმიერი, მომჭირნე, ფრთხილი, ღრმა, რომანტიული, ტაქტიანი, დელიკატური უარყოფითი: ზედმეტად მგრძნობიარე, შთაბეჭდილებიანი (ეძებს დახვეწილ და უჩვეულო შეგრძნებებს), ეჭვიანი, შთაგონებას დამორჩილებული, მარტოსული, დამოკიდებული, ძუნწი, მხდალი, გულჩათხრობილი, ენაგესლიანი, ბუტია.

ლომი

 დადებითი: ამაყი, საკუთარი ღირსების მცოდნე, გულწრფელი, არტისტული, ვნებიანი, მეთაური, კეთილგანწყობილი, უხვი, სტუმართმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, სერიოზული უარყოფითი: თავმომწონე, ამპარტავანი, თვითდაჯერებული, ყურადღებისა და თაყვანისცემის მომთხოვნი, ჟინიანი, ეგოცენტრული, ფულის ფლანგველი, ზედაპირული.

 ქალწული

დადებითი: მშვიდი, მოწესრიგებული, გაწონასწორებული, შრომისუნარიანი, ყურადღებიანი დეტალების მიმართ, პრაქტიკული, თავგანწირული შრომაში, განვითარებული მოვალეობის გრძნობით, ინტელექტუალური უარყოფითი: კრიტიკული, ცინიკური, უემოციო, ცივი, შეზღუდული, თავწარგული მხოლოდ სამუშაოში, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს წვრილმანებს, ეჭვით შეპყრობილი საკუთარი თავის მიმართ, კრიტიკულად განწყობილი, წვრილმანო, მოუსვენარი, აფორიაქებული .

 სასწორი

დადებითი: კომუნიკაბელური, გულღია, მომხიბლავი, ელეგანტური, გემოვნებიანი, ტაქტიანი, შუამავალი, შემწყნარებელი, უკონფლიქტო, ზომიერი, აქვს ფასეულობათა მდგრადი სისტემა უარყოფითი: გაუბედავი, ხმაურიანი, გაუწონასწორებელი, ასარჩევ სიტუაციაში ქმედების უნარი ეკარგება, ვერ იტანს მარტოობას, ფორიაქობს წვრილმანების გამო, იძლევა უამრავ რჩევას.

 მორიელი

 დადებითი: მიზანსწრაფული, შემტევი, სტაბილური, ტემპერამენტიანი, თავშეკავებული, დამოუკიდებელი, გამჭრიახი, განვითარებული ინტუიციით, შეუძლია გაერკვეს ყოველგვარი მოვლენის არსში, მტკიცე, მომთმენი, გაბედული, მიდრეკილი მისტიკისაკენ, პასუხისმგებლობით დაჯილდოვებული, ლოიალური უარყოფითი: ჯიუტი პირადი მიზნის მიღწევისას, ძალაუფლების მოყვარე, მესაკუთრე, ეჭვიანი, თავნება, უწყალო, შურისმაძიებელი, გულჩათხრობილი.

 მშვილდოსანი

 დადებითი: აქტიური, გულღია, გულწრფელი, სიცოცხლის მოყვარე, მართალი, თავისუფლებისმოყვარე, კეთილგანწყობილი, უყვარს წაფილოსოფოსება, სამართლიანი, მამაცი, ცნობისმოყვარე, თავმოყვარე, წარმმართველი, მიზანსწრაფული უარყოფითი: ზედაპირული, მოუთმენელი, სწორხაზოვანი, განსჯის უნარს მოკლებული, ეგოისტი, არადიპლომატიური, უტაქტო, ხმაურიანი, ბრძანებებისა და განკარგულებათა გაცემის მოყვარული, ინფანტილური.

 თხის რქა

 დადებითი: მიზანსწრაფული, ფრთხილი, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობით დაჯილდოვებული, დაბრკოლებათა გეგმაზომიერად გადამლახავი, ერთნაირად იცის მორჩილებაცა და ბრძანებლობაც, ერთგული, საფუძვლიანი უარყოფითი: მოსაწყენი, შეზღუდული, ქედუხრელი, კონსერვატორია, მოუქნელი, ეჭვიანი, ანგარიშიანი, მარტოობისაკენ მიდრეკილი, მელანქოლიური, ძალაუფლებისმოყვარე.

 მერწყული

 დადებითი: დამოუკიდებელი, ორიგინალური, გამომგონობელი, გულღია, სოციალური, ერთგული, ცრურწმენისაგან თავისუფალი, ჭეშმარიტების მაძიებელი, ჰუმანისტი უარყოფითი: ინდივიდუალისტი, ეგოისტი, ესტრავაგანტური, უტაქტო, მოლაყბე, მერყევი, უპასუხისმგებლო, ფულის ფლანგველი.

 თევზები

 დადებითი: მოქნილი, რბილი, ემოციური, რელიგიური, კეთილი, მზრუნველი, ჰუმანური, ყოველთვის მზად მყოფი დახმარებისთვის უარყოფითი: გაუბედავი, მოუქნელი, ექცევა გავლენის ქვეშ, არაპრაქტიკული, სევდიანი, მეოცნებე, ილუზიური, რჩება წარსულის “ტყვედ”, ცხოვრებას უყურებს “ვარდისფერი სათვალით”

No comments:

Post a Comment