ზოდიაქოს ნიშნების ზოგადი დახასიათება 1

ვერძი (21.03 - 20.04)

   თუ თქვენ 21 მარტსა და 20 აპრილს შორის დაიბადეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენთი მზის ზოდიაქოს ნიშანი არის ვერძი. ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანი და ასევე პირველი ცეცხლის ნიშანია (ცეცხლის სტიქიის დანარჩენ ორ წარმომადგენელს ლომსა და მშვილდოსანს შორის). პლანეტა მარსის გავლენით, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნის მმართველად ითვლება, ვერძებს დაუშრეტელი ენერგია, გასაოცარი სიცოცხლისუნარიანობა და უჩვეულო ოპტიმიზმი ახასიათებთ. ამ ადამიანების ხასიათში ერთმანეთს ერწყმის, ბავშვური გულწრფელობა და ბრძოლისუნარიანობა, აგრესია და გულუბრყვილობა. ორივე სქესის ვერძები, ხმაურიანი ხასიათით, ფეთქებადობით და ენერგიულობით გამოირჩევიან. ხშირ შემთხვევაში მათ, თეთრი (ოდნავ დაჭორფლილი) კანი, ღია ფერის (ცისფერი, მწვანე, ჭროღა) თვალები და სახის გამოკვეთილი ნაკვთები აქვთ. ნებისმიერ შემთხვევაში, შავგვრემანი ადამიანიც რომ შეგხვდეთ, რომელიც ვერძის ზოდიაქოს ნიშნით მოევლინა ქვეყანას, მისი ცნობა ხასიათის თვისებებიდან გამომდინარე მაინც არ გაგიჭირდებათ. ვერძები ჩუმი, უპრეტენზიო და მოკრძალებული ადამიანების რიგს ნამდვილად არ განეკუთვნებიან. მათ საკუთარი თავის რწმენა, ოპტიმიზმი და კომუნიკაბელურობა ახასიათებთ. ვერძი დიდი მონდომებით და შემართებით აბამს ნაცნობობას, მას უყვარს ახალ-ახალი ემოციები, მათ შორის ახალი ადამიანების გაცნობაც. თუმცა, თუკი მისი დაინტერესება, პირველივე შეხვედრისას ვერ გამოიწვიეთ (ზედმეტად ჩუმი ხართ, მოკრძალებული, ან პირიქით მის ენთუზიაზმს და სითამამეს ზღუდავთ) დიდი შანსია, მომდევნო შეხვედრისას, მისთვის თავის შეხსენება მოგიხდეთ. თუკი სადმე, რაიმე სახის პროექტის წამოწყებაა საჭირო, მწვერვალია დასპყრობი, რეკორდია მოსახსნელი, შეგიძლიათ ეს საქმიანობა ვერძს თამამად მიანდოთ. ამ ადამიანებს ძალიან უყვართ გარშემო მყოფთათვის საკუთარი ძალების და, რაც მთავარია, უპირატესობის დამტკიცება. მით უმეტეს, თუ ვინმეს მათ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება, ვერძი სასწორზე დადებს ყველაფერს, ოღონდ სკეპტიკოსს საკუთარი ნიჭი დაანახვოს. ნუ დაგავიწყდებათ ისიც, რომ ვერძი ცეცხლის ნიშანია და ამას გარდა, მას მამაკაცური ენერგიის მქონე ომის, ნგრევის და აგრესიის პლანეტა მარსი მართავს, ამიტომ ამ ხალხისთვის განურჩევლად სქესისა, ნებისმიერი სახის გამოწვევაა მისაღები და სტიმულის მომცემი. მიუხედავად ხიფათიანი ბუნებისა (ვერძები ხშირად ვარდებიან ექსტრემალურ სიტუაციებში, ხვდებიან ავარიაში, ვარდებიან სიმაღლიდან, ზიანდებიან ჩხუბში, რომელზეც უკან არასოდეს იხევენ), ვერძებს უნარი აქვთ, ნებისმირი კრახისა და ფიასკოს შემდეგ ღირსეულად წამოდგნენ ფეხზე და ახალი ენერგიითა და რწმენით განაგრძონ გზა ნათელი მომავლისკენ, რომლისაც მათ უპირობოდ სჯერათ.




კურო (21 აპრილი -21 მაისი


ადამიანები, რომელთაც ბედმა კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადება არგუნა წილად, როგორც წესი სხვებისგან მშვიდი, გაწონასწორებული და უშფოთველი იმიჯით გამოირჩევიან. მათი ცნობა გარეგნობის მიხედვით, ადვილზე ადვილი საქმეა. კარგი აღნაგობის, ძვალმსხვილი, ხშირად ჩასუქებული.. უჩვეულოდ ლამაზი, მეტყველი თვალებით და საოცრად ნათელი, მშვიდი მზერით..
ბუნებაში იშვიათად შეხვდებით კუროს, რომელიც თქვენს ყურადღებას ნერვოზული საქციელით ან ხმაურიანი აურზაურით მიიპყრობს, თუ მაინც შეხვედრიხართ ამგვარ ეგზემპლარს დამერწმუნეთ, ყველა ეს ნაკლოვანებები, მის პირად რუკაში ვერძის, ლომის ან მშვილდოსნის დიდი გავლენის შედეგი იქნება. მშვიდი და გაწონასწორებული ბუნების მიუხედავად, კუროებს შესანიშნავად ეხერხებათ, საზოგადოებაში საკუთარი გამოკვეთილი ადგილის დაიკავება და ბევრისთვის, ისინი პატივისცემისა და ნდობის ეტალონად ითვლებიან. კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, გასაოცარი ემოციური კომფორტის შექმნის უნარი აქვთ თანამოსაუბრისთვის, თუმცა საიმისოდ, რომ ვინმე სულში ჩაახედოს, კუროს საკმაოდ დიდი დრო და ნდობის მაღალი კოეფიციენტი ესაჭიროება. ეს ადამიანები, ყოველთვის ახერხებენ გარშემომყოფებთან საპატიო დისტანციის დაცვას, საიმისოდ რომ ამით საკუთარი ემოციური კომფორტი არ დაირღვიონ. მათი ხასიათის ეს თვისება, მმართველი სტიქიის, მიწის გავლენას უნდა მივაწეროთ. კუროს უყვარს, როცა ფეხქვეშ ნიადაგის შეიგრძნებას არ კარგავს, შესაბამისად გასაკვირი არაა, ის ფაქტი თუ რატომ ერიდება იგი ზედაპირულ კავშირებს, რბილად რომ ვთქვათ, „ჰაერში ყოფნამის ფაქიზ ფსიქიკას საკმაოდ დიდ დარტყმას აყენებს, კუროს კი რაც ყველაზე მეტად არ უყვარს ცხოვრებაში, ეს ფსიქოლოგიური დისკომფორტია. ამ ადამიანებს გააჩნიათ უჩველო თვისება, აუღელვებლად აკეთონ საკუთარი საქმე, ისე რომ ნაკლებად მიაქციონ ყურადღება გარშემო მიმდინარე მოვლენებს. თანდაყოლილი სიძულვილი მკვეთრი და მოულოდნელი ცვლილებების მიმართ, კუროს აიძულებს საკუთარი თავისთვის და ოჯახის წევრებისთვის, მაქსიმალურად დაცული და კომფორტული გარემოს შექმნაზე მუხლჩაუხრელად იმუშაოს. შრომა კი კუროს ნამდვილად არ ეზარება. კურო ნაბიჯ -ნაბიჯ მიიწევს წინ, დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული ბედნიერი და სრულიად რეალური მომავლისკენ. აჩქარება ამ ადამიანებს, როგორც წესი არცერთ საქმეში არ ახასიათებთ, მით უმეტეს როცა საუბარი ქონების დაგროვებას და ცხოვრების მოწყობას შეეხება. შემთხვევითი როდია, რომ კურო ზოდიაქოს მეორე ანუ ფულის სახლს განაგებს. ფინანსური კეთილდღეობა ამ ადამიანებისთის ცხოვრებაში ერთერთი უმთავარესი კრედო და მისწრაფებაა. თუმცა მიუხედავად ამისა, ძუნწი მათ არავითარ შემთხვევაში არ ჰქვიათ. უფრო რაციონალურ მხარჯველებს დავარქმევდი მე ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. ან კი რა არის ცუდი იმაში, თუ საკუთარი შრომით ნაშოვნ ფულს ქარს დაუფიქრებლად არ გაატან? კუროები ბუნებით ერთგული, მზრუნველი ხალხია. თუ პარტნიორი ემოციურ კომფორტს შეუქმნის, კუროსგან საუკეთესო მეუღლე, მეოჯახე და პარტნიორი დგება. რომელიც მთელი სიცოცხლის მანძილზე დაუღალავად იზრუნებს იმაზე, რომ საკუთარი მეორე ნახევარი მაქსიმალურად უზრუნველყოს და გაანებივროს.





ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)



ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები, ზოდიაქოს ამ ნიშნის სიმბოლოს -ხელიხელჩაკიდებული მითიური ძმების კასტორის და პოლუქსის მგსავსად, გაორებულობით გამოირჩევიან. ისინი, მრავალმხრივი, ცვალებადი, მოუსვენარი, ცნობისმოყვარე და მერყევი ბუნების პიროვნებები არიან. ტიპიური ტყუპს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად საკუთარი თავის ვერაფერი გაუგია, გამუდმებით აინტერესებს სხვისი ცხოვრების დეტალები. ამ ადამიანებს ასევე ახასიათებთ, როგორც გარეგნობის, ისე შეხედულებებისა და ცხოვრებისეული ფასეულობების გამუდმებული ცვლა. გარეგნულად ტყუპები, როგორც წესი ტანმორჩილები არიან, სახის ნატიფი ნაკვთებით და გამოკვეთილი ფორმის მქონე, ძალიან ლამაზი თვალებით. ტყუპის ზოდიაქოს ნიშნით, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ყველაზე ხშირად იბადება ვიზუალურად ლამაზი ხალხი, განსაკუთრებით ეს სუსტი სქესის წარმომადგენლებს ეხება. მათი გარეგნული იმიჯი, როგორც წესი წლების მატებას არ ემორჩილება, შესაბამისად ტყუპები ხანდაზმულ ასაკამდე ინარჩუნებენ კარგ აღნაგობას და სიჯანსაღეს. ამ ყველაფერს კი ისინი, არც მეტი არც ნაკლები, მუდამ ახალგაზრდულ სულისკვეთებას და მოქნილობას უნდა უმადლოდნენ. ერთ ადგილზე დიდი ხნით დაყოვნება, ტყუპისთვის ყველაზე მტანჯველი და აუტანელი მდგომარეობაა. აქედან გამომდინარე, ეს ადმიანები გამუდმებით იცვლიან საცხოვრებელ ადგილს, სამოსს, ინტერესებს, პარტნიორებს.. ტყუპის ზოდიაქო აქტიურ კავშირშია ლიტერატურულ ნიჭსა და ჟურნალისტურ საქმიანობასთან. აქედან გამომდინარე, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები, როგორც წესი ხშირად გვხვდებიან ზემოთხსენებულ სფეროში მოღვაწე პერსონებს შორის. ამას გარდა, ტყუპების უნარი ნებისმიერ სფეროში, ნოვატორული იდეები და აღმოჩენები შეიტანონ, ხშირად არის მათი სარეკლამო სფეროთი დაინტერესების მიზეზიც. ინფორმაციის ვაკუუმს ან სოციუმთან ურთიერთობის დეფიციტს, მათი სერიოზულ დეპრესიაში ჩაგდება შეუძლია. ამიტომ სურვილი გამუდმებით მოქმედებაში იმყოფებოდნენ და მუდმივად ჰქონდეთ ადამიანებთან კომუნიკაციის საშუალება, აიძულებს ტყუპებს ახალი და ახლი ინტერესის ობიექტი ეძებონ. ამასთან ერთად, მათთვის არც რამოდენიმე საქმის ერთდროულად და რაც მთავარია, წარმატებით კეთების ჩვევაა უცხო ხილი. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელთა ხასიათის ყველაზე ნეგატიური თვისება არაპუნქტუალურობაა. როგორც წესი, ტყუპების უმრავლესობა, „ქრონიკული დაგვიანებისსინდრომითაა დაავადებული და ნებისმიერ შეხვედრაზე პლიუს-მინუს 5 წუთით მაინც აგვიანებს ყოველთვის. მმართველი პლანეტა მერკურის გავლენით, რომელიც თავის მხრივ ვაჭრობისა და კომერციის მფარველად ითვლება, ტყუპებს განვითარებული აქვთ მარკეტინგული ნიჭი და ადამიანების დარწმუნების უნარი. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები ხშირად მუშაობენ ზუსტად ამ სფეროებში. ისინი კარგად იტანენ ცვლილებებს, ადვილად ერგებიან ახალ გარემოს, მარტივად ახერხებენ ახალ საცხოვრებელ ადგილზე ნაცნობების წრის გაჩენას. მათ ნაკლებად ახასიათებთ ნოსტალგია წარსულის გამო და შესაბამისად არც იქ დატოვებულ ადამიანებზე ფიქრობენ დიდხანს. უზომო ცნობისმოყვარეობის გამო, ტყუპები ყოველთვის ინტერესდებიან ჭორებით, ინტრიგებით, საიდუმლოებებით.. თუმცა მერყევი ხასიათი მათ საიდუმლოს შენახვის უნარს ნაკლებად ანიჭებს, ამიტომ თუ გინდათ რაიმე ახალი ამბავი მთელ ქვეყანას თუ არა ქალაქს მაინც მოსდოთ წამიერად, ეს ყველაფერისაიდუმლოდუნდა გაუმხილოთ ტყუპებს.. სიყვარულში ტყუპი არაერთგვაროვანი და მოუხელთებელია. მართალია მისი ამოუცნობი ხასიათი ბევრს აინტრიგებს, მაგრამ ხანგრძლივ ურთიერთობაზე ტყუპები რთულად მიდიან, მით უმეტეს ახალგაზრდა ასაკში, როცა მათი მოუსვენარი ბუნება, იდეალების გამუდმებულ ცვლას განიცდის. ტყუპებისთვის, უფრო მოწიფულ ასაკში შექმნილი ოჯახი შეიძლება იყოს გაცილებით მყარი, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი იგი, მეუღლის მხრიდან, მისი თავისუფლების შეზღუდვას ვერაფრის დიდებით ვერ შეეგუება.. 



სასწორი (24 სექტემბერი- 23 ოქტომბერი)



სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები, პლანეტა ვენერას გავლენის ქვეშ იმყოფებიან, რაც მათ ხასიათში თანდაყოლილ დიპლომატიის უანრს, ჰარმონიის და სილამაზის სიყვარულს განაპირობებს. სასწორების უმრავლესობა, როგორც გარეგნობით ისე ხასიათით, სასიამოვნო და კომუნიკაბელური ხალხია. ორივე სქესის სასწორებს, ძალიან უყვართ კამათი, შესაბამისად მათთვის უცხო არ არის სხვადასხვა სახის დისკუსიებსა და პოლემიკებში მონაწილეობის მიღების სიყვარული, თუმცა ასეთ შემთხვევაში, როგრც წესი სასწორი არა საკუთარ, არამედ საზოგადოებაში გავრცელებულ ამა თუ იმ მოსაზრებას იცავს. ხოლო, საკუთარი აზრის ქონა, რომელიც მყარ არგუმენტებზე იქნება დაფუძნებული, როგორც წესი სასწორებს იშვიათად ახასიათებთ. ზოდიაქოს ამ ნიშნის სიმბოლოს მსგავსად, სასწორებს გამუდმებით ახასიათებთ მერყეობა და შეხედულებების ცვლა. როგორც წესი, ისინი მართალი ადამიანები არიან, თუმცა ბრძოლის უნარი, რომელიც ზოგჯერ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ხდება საჭირო, სასწორების უმრავლესობას არ გააჩნია. სასწორებს ბევრი ფიქრი უყვართ. თუ მათ, რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების წინ, ფიქრისთვის ბევრი დრო აქვთ, გამორიცხული არ არის საბოლოოდ საერთოდაც გადაიფიქრონ ამ გადაწყვეტილების მიღება. ჰარმონიის თანდაყოლილი სიყვარულის გამო, სასწორების უმრავლესობა, თავს ძალიან უბედურად გრძნობს, თუკი რაიმე მიზეზით, ქაოსურ ან ნაკლებად კომფორტულ გარემოში უწევთ არსებობა. უფრო მეტიც, მათთვის ამგავრი სიტუაცია, იმდენად აუტანელი და დამთრგუნველია, რომ ხშირად მწვავე ნერვოზული მდგომარეობის მიზეზიც კი შეიძლება გახდეს. მერყეობა, რომელიცზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულთა მთავარი ურაყოფითი თვისებაა, ხშირად ხდება მათ ცხოვრებაში არაერთი, სახარბიელო შანსის ხელიდან გაშვების მიზეზი, თუმცა მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილების მიღების დროს აჩქარებას, სასწორს ვერანაირი ძალა ვერ აიძულებს. მოუხედავად ერთი შეხედვით რბილი ხასიათისა, პერიოდულად სასწორს გასაოცარი სიჯიუტის გამოჩენა შეუძლია. ამასთან ერთად, რაც უფრო მეტად დააძალებთ მას რამის გაკეთებას, მით უფრო დიდი შემმართებით შეეცდება იგი ამ მოვალეობას თავი ოსტატურად აარიდოს, თუმცა ამ დროს, შესაძლოა ძალიანაც ეხალისებოდეს თქვენ მიერ მითითებული სამუშაოს შესრულება. მიზეზი ამისა, მათთვის თანდაყლილი წინააღმდეგობრიობის ძალაა. რაც უფრო მეტად აძალებენ რამეს, მით უფრო მეტად იხრება სასწორის პინა საპირისპირო მიმართულებით. ორივე სქესის სასწორებს, როგორც წესი კარგი ვიზუალური მონაცემები გააჩნიათ. პლანეტა ვენერა, რომელიცზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს, თავის შვილებს, ძალზ ეხშირად აჯილდოვებს მომხიბვლელი გარეგნობით და სასიამოვნო ხმის ტემბრით. შემთხვევითი როდია, რომ მსოფლიოში ცნობილი ლამაზმანების უმრავლესობა სწორედ სასწორის ნიშნითაა დაბადებული. ნებისემიერ შემთხვევაში, გარეგნული მონაცემებით რომც არ ბრწყინავდეს, ყველა სასწორს ახასიათებს სანდომიანობა, ჩაცმის დახვეწილი სტილი და საზოგადოებაში თავის დაჭერის თანდაყოლილი უნარი. რაც მათ პროფესიული კარიერის გაკეთებაში არც თუ იშვიათად უწევთ დიდ სამსახურს. სასწორები, როგორც წესი, მოწესრიგებული მუშაკები არიან. განსაკუთრებით კარგად ახერხებენ ისინი, გუნდში ან მეწყვილესთან ერთად მუშაობას, გამომდინარე იქედან , რომ სასწორი ზოდიაქოს მეშვიდე სახლს მართავს, რომელიც თავის მხრივ, პარტნიორულ ურთიერთობებზეა პასუხისმგებელი, სასწორების უმრავლესობას გაცილებით უკეთ გამოსდის საქმიანობა, თუკი მათ გვერდით პარტნიორი ან თანამოაზრე ეგულებათ. '




ქალწული (24 აგვისტო -23 სექტემბერი)



პლანეტა მერკურის გავლენის ქვეშ დაბადებული ქალწულები, მოწესრიგებულობით, უზადო პასუხისმგებლობის გრძნობით და წვრილმანების მიმართ გასაოცარი ყურადღებიანობით გამოირჩევიან. ზოდიაქოს სხვა ნიშნის წარმომადგენლებს შორის, ქალწულის ცნობა მისი უნაკლო ჩაცმულობით, დავარცხნილ-გაწკრიალებული გარეგნობით და ზრდილობიანი მანერებით შეიძლება. ქალწულებს შორის როგორც წესი, ტანმორჩილი ხალხი სჭარბობს. მათ შორის გიგანტს ან შესამჩნევად დიდი გაბარიტების მქონე ხალხს იშვიათად შეხვდებით. გამომდინარე იქედან, რომ ქალწულის ზოდიაქო, კუჭნაწლავის და ზოგადად საჭმლის მომნელებელ სისტემაზეა პასუხისმგებელი, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, საკვების და ზოგადად ჯანსაღი კვების სფერო განსაკუთრებულად აღელვებთ და აინტერესებთ. იშვიათი არ არის არც ის ფაქტი, რომ ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთა შორის, ბევრი ექიმი- დიეტოლოგი და ფარმაცევტი გვხვდება. ქალწულებს ამ ქვეყნად ყველაზე მეტად, დროის უყაირათოდ ხარჯვა და ფეთხუმობა აღიზიანებთ, ამიტომ მათი ანტიპათიის გამოწვევა თუ არ გინდათ, არასოდეს მოაცდინოთ საქმეს და მათთან შეხვედრაზე, ყოველთვის მოწესრიგებული გამოცხადდით. მიუხედავად იმისა, რომ ქალწული მუტაბელური (ცვალებადი) ნიშნების კატეგორიას განეკუთვნება, ამ ადამიანებს იშვიათად ახასიათებთ საკუთარი ჩვევებისა და ცხოვრებისეული პრიორიტეტების მკვეთრი ცვლა. ამასთან ერთად, ორივე სქესის ქალწულებს, კარგი ფინანსური ალღო და მაღალი შრომისუნარიანობა გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, იშვიათობას წარმოადგენს ქალწული, რომელიც ხანგრძლივად განიცდის მატერიალურ გაჭირვებას. კიდევ ერთი ასპექტი, რასაც ქალწულის წყობიდან გამოყვანა შეუძლია ეს ქოსია. მისთვის აუცილებელია, გარშემო ყველაფერს თავისი ადგილი ჰქონდეს მიჩენილი, აქედან გამომდინარე ქალწულებს არათუ პირადი ნივთები და ტანსაცმელი, ცხოვრებაც კი დაგეგმილ-გადანაწილებული აქვთ. მისთვის აუცილებელია იცოდეს, რას გააკეთებს ხვალ, ზეგ ან თუნდაც ორი კვირის შემდეგ. ეს იმიტომ, რომ გაურკვევლობა ამ ადამიანს ფსიქოლოგიურ წონასწორობას ურღვევს და აიძულებს მას, ნერვოზული და მოწუწუნე გახდეს. მინდა ავღნიშნო, რომ ბუნებაში პრაქტიკულად ვერ ნახავთ უსაქმურ ქალწულს. ეს ადამიანები, ყოველთვის რაიმე საქმის კეთებით არიან დაკავებული და თუ სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებენ, სახლში ფუსფუსით მაინც გამოუნახავენ თავს სამუშაოს. მათი მისწრაფება, ყველაფერი იდეალურად ან იდეალურთან მიახლოებულ ხარისხში აკეთონ, ჭეშმარიტად გასაოცარია. ისინი უმცირეს დეტალებსაც კი აკვირდებიან, როგორც საკუთარ ისე სხვის გარეგნობაში, ამიტომ მათ მახვილ თვალს არასოდეს არაფერი გამოეპარება. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები, თანდაყოლილი დისციპლინირებულობით გამორჩევიან, თუმცა ჩვევას გარშემო ყველა და ყველაფერი გააკრიტიკონ, მათ მიმართ ბევრი ადამიანის არცთუ დადებითი განწყობა შეიძლება მოჰყვეს. ქალწულები იშვიათად იბადებიან, ბუნებით ლიდერებად. მათ უმრავლესობას, კულისებსმიღმა სამუშაო ურჩევნია პროჟექტორების შუქს და მქუხარე აპლოდისმენტებს. თუმცა რა თანამდებობაც არ უნდა ეკავოთ, დაკისრებულ მოვალეობას, ნებისმიერი ქალწული პირნათლად ართმევს თავს. გამძაფრებული წესრიგის სიყვარული, ამ ადამიანებს ხშირად პირად ცხოვრებაშიც უშლის ხელს. გამომდინარე იქედან რომ ისინი, პარტნიორის მიმართ უზომოდ მომთხოვნები და კრიტიკულები არიან, ამიტომ, გასაკვირი არ არის ის ფაქტი, თუ რატომ გვხვდება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთა შორის ყველაზე მეტი ბერბიჭა და შინაბერა.






ლომი (23 ივლისი-23 აგვისტო)

    ადამიანი დღესასწაული“ - ასე შემიძლია, ორი სიტყვით დავახასიათო, ადამიანები რომელთაც ბედმა, ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადება არგუნა წილად. ლომი გულით იმართება, ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმამადგენლებისთვის, ცხოვრებაში ყველაფერიგულზე გადის“. მათი გასაოცარი სიცოცხლისუნარიანობა, ენერგია და ტემპერამენტი ბევრ ადამიანზე სტიმულის მომცემად და პოზიტიურად მოქმედებს. შემთხვევითი როდია ის ფაქტი, რომ ლომებს შორის ბევრი ფსიქოლოგი, მასწავლებელი ან რელიგიური ლიდერი გვხვდება. თქმა არ უნდა, ლომებს უყვართ რჩევა-დარიგებების გაცემა და სხვებისთვის ჭკუის სწავლება. ამ ყველაფერს ისინი სიამოვნებით აკეთებენ და საკუთარი თავის რწმენა ერთი ორად უმაღლდებათ, თუკი საპირისპირო მხარეს მადლიერების გრძნობა და აპლოდისმენტები არ დააყოვნებს. ლომები კომუნიკაბელური, დინამიური და ეპატაჟური ნატურები არიან. აქედან გამომდინარე, ბევრ ლომს სურვილი, გამუდმებით იმყოფებოდეს საზოგადოების ყურადღების ცენტრში, ხშირად სამსახიობო კარიერისკენაც უბიძგებს. მით უმეტეს, რომ მათი უმრავლესობა შესანიშნავი ფიზიკური მონაცემებით და თანდაყოლილი არტისტიზმით გამოირჩევა. სხვა რაღა არის მსახიობის კარიერისთვის აუცილებელი? თუმცა, თუ მაინც და მაინც მსახიობობა არ აირჩია პროფესიად, ნებისმიერი ლომი მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ სფერო რომელშიც მას უწევს მოღვაწოება, მისთვის წარმატების ტრამპლინად იქცეს და რაც შეიძლება ბევრი ადამიანის აღფრთოვანება დაიმსახუროს. შემთხვევითი როდია, რომ ზოდიაქოს ამ ნიშანს ასტროლოგები სამეფო ნიშნად მოიხსენიებენ. ამას არა მარტო მათი მმართველი პლანეტის - მზის დომინანტური მნიშვნელობა განაპირობებს გალაქტიკაში, არამედ ლომების ხასიათიც. ნებისმიერ ლომს, რაც არ უნდა მოკრძალებულად მოგეჩვენოთ იგი ურთიერთობის საწყის ეტაპზე, საკუთარი თავის უზომო რწმენა და მეფური სიამაყე გააჩნია. ამასთან ერთად, ამ ადამიანებში გარშემომყოფებზემეფობისსურვილს, შესანიშნავად ერწყმის გულუხვობა და დიდსულოვნება. მათ არ სჭირდებათ საკუთარი უპირატესობის დამტკიცება ვინმეს წინაშე და როგორც წესი, ისინი ამაზე თავს არც არასოდეს იწუხებენ. მანერა ნებისმიერ სიტუაციაში თავი ღირსეულად დაიჭიროს, ნებისმიერი საშუალოსტატისტიკური ლომისთვისაა დამახასიათებელი. ხოლო, თუკი თქვენ უპრეტენზიო, მორცხვი და ჩუმი ლომი შეგხვედრიათ ცხოვრებაში, სავარაუდოდ მას პირად რუკაში თევზების ან კირჩხიბის დიდი გავლენა ექნება, სხვა შემთხვევაში, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელს უბრალოდ ვერავინ აიძულებს იმას, რომ მოკრძალებულად იჯდეს სადმე კუთხეში, მაშინ როცა გარშემომყოფთა თვალწინ, საკუთარი შესაძლებლობების გამომჟღავნების შანსი ეძლევა. ამ ადამიანებს სძულთ მარტოობა და მოწყენილობა. ამიტომ ნებისმიერი სახის მოწვევას გასართობ ღონისძიებაზე ან საინტერესო ივენთზე სიამოვნებით იღებენ. საზოგადოებაში ტრიალი, ნებისმიერი ლომისთვის ჰაერივით აუცილებელია. თავის მხრივ, ბევრი ადამიანი ეძებს მათთან მეგობრობას, გამომდინარე იქედან რომ მათში მფარველს და ავტორიტეტს ხედავენ. მუდამ პოზიტიური განწყობა, მხიარული ხასიათი და თავის ღირსეულად დაჭერის მანერა, ბევრ ლომს მიბაძვის ეტალონად აქცევს საზოგადოებაში. ლომების უმრავლესობას კარგი ორგანიზატორული ნიჭი და კრეატიული აზროვნების უნარი აქვს. ისინი არასოდეს გაურბიან პასუხისმგებლობებს, რაც საშუალებას აძლევს მათ ხშირად საკმაოდ მაღალი თანამდებობრივი პოსტები დაიკავონ. თუმცა საკუთარი მეფური იმიჯის უკან, ხშირად ბევრი ლომი ერთობ ემოციურ და სათუთ ნატურას მალავს. ნუ დაგავიწყდებათ ის ფაქტი, რომ ლომი გულით იმართება, აქედან გამომდინარე ამ ადამიანებს ყველაფრის გულთან ახლოს მიტანა სჩვევიათ, რაც სამომავლოდ არაერთგზის უქმნის მათ პრობლემებს ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ლომებს უყვართ სიტუაციის ფლობა და ლიდერობა, ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები სიამოვნებით ირგებენ ოჯახშიმამა -მარჩენალისროლს და ამით ამაყობენ კიდეც. თუმცა მცდელობა, ლომს იქეთ შესთავაზოთ დახმარება, სავარაუდოდ მისი მხრიდან ამაყად ნათქვამიარა“-თი დაგვირგვინდება. ორივე სქესის ლომები, დიდი პრეტენზიულობით და დაკვირვებით ეკიდებიან სამსახურის თემას. არც ერთი ლომი არ დათანხმდება სამუშაოს, სადაც მას კარგი ხელფასი, მაგრამ უღიმღამო თანამდებობა ელოდება. სამაგიეროდ, სიხარულით მიიღებს წინადადებას, იყოს უფროსის პირველი მრჩეველი კადრების ინვენტარიზაციის საკითხებში, თუნდაც ნახევარ განაკვეთზე. ხელფასს მნიშვნელობა არ აქვს, ლომისთვის მთავარია, ტიტული რომელსაც ესა თუ ის სამსახურეობრივი პოზიცია ანიჭებს მას. სიყვარულში ლომები უზომოდ რომანტიული, ემოციური და თბილი პარტნიორები არიან. რადგან გულით იმართება, ბევრი ლომი ხშირად მზადაა სიყვარულის გამო ყველაფერი დადოს სასწორზე. თუმცა თუკი მისმა გულისსწორმა, მათი ეს თავგანწირვა ჯეროვნად ვერ დააფასა, ლომის მხრიდან აღშფოთებას და სამუდამო გაცივებას დაიმსახურებს. როგორც წესი, ლომები კარგი მეოჯახეები და მზრუნველი მეუღლეები არიან, ოღონდ იმ შემთხვევაში თუკი მეორე ნახევარი, მათ უპირატესობას აღიარებს. სხვა შემთხვევაში, ლომს არაფრად უღირს დაანგრიოს ოჯახი და მისი პერსონის მეტად დამფასებელ პარტნიორთან გადაბარგდეს



2 comments: